ამირან სალუქვაძე: რასაც გია კობახიძეს უგონებენ, ადრეც დავწერე, ესაა 100% ცილისწამება
-
+
29 ივლისი. 2022. 17:44
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"გუშინ დანაპირებ პოსტს მოგვიანებით დავდებ, დაემატა სათქმელი. ამ მედიატერორიზმს უნდა გამოვეხმაურო.
ამ მედიასამრეცხაოებისგან არ მიკვირს. დაველოდე დილამდე, ვინ დაგმობდა ოჯახზე, მცირეწლოვან ბავშვზე თავდასხმას.
ეს ერთი. მეორე, რასაც გია კობახიძეს უგონებენ, ადრეც დავწერე, ესაა 100% ცილისწამება. რომ არ მქონდეს სათანადო ინფო, ასეთ თემაზე არავის გადავეფარები. სამიზნე მისი შვილია და ესაა ზუსტად პოლიტიკური ბრძოლის "კაგებეშნიკური" მეთოდები, ამას წინათ ერთმა გავლენიანმა დიპლიმატმა რომ აღნიშნა. ცალკე ავხსნი, რატომაა სამიზნე.
მესამე, ხოშტარიებს როცა ათეთრებთ და თეთრს აშავებთ, მანდ იშიფრებით, ვინ ხართ და ვის ემსახურებით.
და ბოლოს, ქალბატონ პრეზიდენტს გადაეცით, დეპოლარიზაციის კამპანია რომ შუა გზაზე მიატოვა, მისი ანტისაზოგადოებრივი და შურისმაძიებელი წინა პოსტით, ამ თემაზე, წაახალისა მედიატერორიზმი. უფრო ვრცლადაც ავხსნი ცალკე პოსტში,"- წერს გამყრელიძე.