"მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 94-ე კმ-ზე სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია," - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.