logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრების თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ
- +

29 ივლისი. 2022. 18:31

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში, კლინიკებში, ამბულატორიებში დასაქმებულ მედპერსონალს ხელფასი გაეზრდება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

1-ლი აგვისტოდან ყველა დიდ სახელმწიფო კლინიკაში - ბათუმის, რუხისა და ქუთაისი რესპუბლიკურ საავადმყოფოებში, ისეთივე ხელფასები იქნება, რაც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. რაც შეეხება ამბულატორიებს, დაახლოებით 1000 თანამშრომელს, საქართველოს 20-მდე ქალაქში, მნიშვნელოვნად, დაახლოებით 50%-ით ეზრდებათ ხელფასი. მინდა ეს კარგი მაგალითი იყოს კერძო კლინიკებისთვისაც. ამის შესაძლებლობა მათაც აქვთ და მინდა თვითონვე მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე, რომ ყველა კვალიფიციურ თანამშრომელს გაუზარდონ ხელფასი“, - განაცხადა აზარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner