logo_geo
eng_logo
გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს - გერმანიის თავდაცვის სამინისტრო
- +

29 ივლისი. 2022. 20:09

 

 

გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს.

 

„უკრაინის სახმელეთო ძალების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა გადაწყვიტა უკრაინისთვის 16 ჯავშანტექნიკის ხიდის მიწოდება. მათი გამოყენება შესაძლებელია წყლის ან სხვა წინააღმდეგობის მარტივად დასაძლევად“, - ვკითხულობთ  ტვიტში.

 

უკრაინული მედიის ცნობით, მათი გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როცა ჯარს თხრილებისა და წყლის ზედაპირზე სწრაფი გადალახვა ესაჭიროება, რომელთა სიგანე შეიძლება იყოს 20 მეტრამდე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner