გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს.
„უკრაინის სახმელეთო ძალების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა გადაწყვიტა უკრაინისთვის 16 ჯავშანტექნიკის ხიდის მიწოდება. მათი გამოყენება შესაძლებელია წყლის ან სხვა წინააღმდეგობის მარტივად დასაძლევად“, - ვკითხულობთ ტვიტში.
უკრაინული მედიის ცნობით, მათი გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როცა ჯარს თხრილებისა და წყლის ზედაპირზე სწრაფი გადალახვა ესაჭიროება, რომელთა სიგანე შეიძლება იყოს 20 მეტრამდე.