logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძემ გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
- +

29 ივლისი. 2022. 22:40

 

 

მამუკა მდინარაძე გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. შესაბამისი განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

 

„ტრაგედია, რომელიც გუდაურში მოხდა, უმძიმესია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს. სამაშველო ოპერაციის დროს ჩვენი ქვეყნის გმირები, სამაშველო ეკიპაჟის წევრები, მაშველები და ექიმები დაიღუპნენ. ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ ჩვენი დროის გმირებს!“ - წერს მდინარაძე.

 

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფომრაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner