logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გუდაურთან დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, მეგობრებისა და ახლობლების უდიდეს მწუხარებას
- +

29 ივლისი. 2022. 22:30

 

 

ირაკლი კობახიძე გუდაურთან ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

 

„გუდაურში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, მეგობრებისა და ახლობლების უდიდეს მწუხარებას. ამ ტრაგედიას მათთან ერთად მთელი საქართველო გლოვობს“, - წერს კობახიძე.

 

გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner