logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

29 ივლისი. 2022. 23:05

 

 

პარტია „ქართული ოცნება“ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახებს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს. ამის შესახებ მმართველი გუნდის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

 

„მწუხარებას გამოვთქვამთ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების, მაშველების და სამედიცინო პერსონალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, კოლეგებს, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს მომხდარი ტრაგედიის გამო“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner