რიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილი მეოთხედფინალშია.
მერვედფინალში პეტრიაშვილმა უკრაინელი ალენ ზასეევი დაამარცხა ანგარიშით 11:6 და მეოთხედფინალში გავიდა.
პეტრიაშვილი ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 მოუგო.