logo_geo
eng_logo
გუდაურთან, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ექიმების ვინაობა ცნობილია
- +

29 ივლისი. 2022. 23:35

 

 

გუდაურთან, სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი ექიმი - ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი ემსხვერპლნენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელებში მათი ახლობლები ავრცელებენ.

 

გარდაცვლილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის პირველი ფილიალის თანამშრომლები იყვნენ.

 

გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner