logo_geo
eng_logo
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა
- +

29 ივლისი. 2022. 23:48

 

 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც ორი ფიზიკური პირი და ოთხი სუბიექტი შედის.

 

სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის მოქალაქე ნატალია ბურლინოვა და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი „კრეატიული დიპლომატია“, ასევე ალექსანდრე იონოვი და მასთან ასოცირებული რუსეთის ანტიგლობალიზაციის მოძრაობა, შპს „იონოვი ტრანსკონტინენტალური“ და „სტოპ-იმპერიალიზმი“.

 

როგორც გამოცემა Den წერს, ნატალია ბურლინოვა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. ბურლინოვა მუშაობდა რუსულ პროპაგანდისტულ მედია RIA Novosti-ში, კერძოდ, ვაშინგტონის ოფისში.

 

საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის „კრეატიული დიპლომატიის“ პროექტებს მხარი პირადად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაუჭირა.

 

რაც შეეხება ალექსანდრე იონოვს, რუსული გამოცემის Meduza-ს მიხედვით, ის არის ანტიმაიდანის მხარდამჭერი და ანტიგლობალიზაციის მოძრაობის დამფუძნებელი, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს „ქვეყნებს და ხალხებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უნიპოლარული სამყაროს დიქტატს და ცდილობს, შესთავაზოს ალტერნატიული დღის წესრიგი“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner