logo_geo
eng_logo
კანადის დაზვერვა: რუსეთის მიერ უკრაინაში განლაგებული ძალები არასაკმარისია დასახული მიზნის მისაღწევად - კიევში ცენტრალური მთავრობის შესაცვლელად
- +

29 ივლისი. 2022. 23:55

 

 

„რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ძალები უკრაინაში, რათა შეცვალოს კიევის ცენტრალური ხელისუფლება“, - ამის შესახებ კანადის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო დეპარტამენტი Twitter-ზე წერს.

 

„ამჟამად, რუსეთის მიერ უკრაინაში განლაგებული ძალები არასაკმარისია მათი დასახული მიზნის მისაღწევად - კიევში მთავრობის შესაცვლელად“, - ვკითხულობთ ტვიტში.

 

აღნიშნულია, რომ „რუსეთს კვლავ ექნება სირთულეები აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე თუნდაც მოკრძალებული ტაქტიკური წარმატების მიღწევაში“.

 

ამავდროულად, როგორც კანადის დაზვერვა წერს, რუსეთის ფედერაციას აღარ აქვს საკმარისი რეზერვები თავისი ჯგუფის გასაძლიერებლად.

 

„უკრაინაში ოპერაციებში რუსეთის არმიის პრაქტიკულად ყველა ქვედანაყოფია ჩართული. რუსეთს ისეთი დიდი დანაკარგები აქვს თავისი არმიის ქვედანაყოფების უმეტესობაში, რომ უჭირს გაუწვრთნელი ახალწვეულების პოვნაც კი განლაგებული დანაყოფების შესავსებად“, - აღნიშნა კანადის შეიარაღებულმა ძალებმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner