logo_geo
eng_logo
Reuters: საგადასახადო თაღლითობის საქმეზე პროკურორი შაკირასთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს
- +

30 ივლისი. 2022. 00:08

 

 

საგადასახადო თაღლითობის საქმეზე პროკურორი შაკირასთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

კოლუმბიელ მომღერალს ბრალად ედება გადასახადების გადაუხდელობა 2012 წლიდან 2014 წლამდე. შაკირას განცხადებით, ის ამ პერიოდში ესპანეთში არ ცხოვრობდა.

 

ესპანეთის პროკურატურის დოკუმენტში, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი გაეცნო, ნათქვამია, რომ შაკირა ჩვეულებრივ ცხოვრობდა ესპანეთში 2012-2014 წლებში და 2012 წლის მაისში ბარსელონაში უძრავი ქონება შეიძინა.

 

14.5 მილიონი ევროს ოდენობის საგადასახადო თაღლითობის საქმეზე ესპანეთის პროკურატურა შაკირასთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთასა და 23 მილიონ ევროზე მეტი ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner