საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ცეზარ ჩოჩელს აქვს ირიბი მხარდაჭერა მმართველი გუნდის მხრიდან, მცხეთის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მსგავსი უპასუხისმგებლო ჭორები სხვა რაიონებზეც ვრცელდება და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია.
„მცხეთას რაც შეხება, „ქართულ ოცნებას" ჰყავს კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელსაც აქვს ყველა მახასიათებელი იმისთვის, რომ გახდეს მცხეთის რაიონის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. დანარჩენი ყველაფერი კონკურენციის სფეროა", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.