„გუდაურის საკურორტო ზონაში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ცნობამ ღრმად დაგვამწუხრა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„გულწრფელ თანაგრძნობას გამოვხატავთ დაღუპულთა ოჯახებისა და მეგობარი საქართველოს ხალხისადმი. ამ რთულ დროს აზერბაიჯანი საქართველოს გვერდით დგას“, - აღნიშნა ბაირამოვმა.