logo_geo
eng_logo
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
- +

30 ივლისი. 2022. 10:04

 

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner