logo_geo
eng_logo
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
- +

30 ივლისი. 2022. 10:39

 

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, გუდაურში, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია - მათ შორისაა ტურისტიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner