მცხეთა-სტეფანწმინდა ლარის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შსს-ს შესაბამისმა სამსახურებმა სამაშველო სამუშაოები განაახლეს, რის გამოც, დროებით კვლავ აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.