logo_geo
eng_logo
მცხეთა-სტეფანწმინდა ლარის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- +

30 ივლისი. 2022. 11:39

 

მცხეთა-სტეფანწმინდა ლარის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შსს-ს შესაბამისმა სამსახურებმა სამაშველო სამუშაოები განაახლეს, რის გამოც, დროებით კვლავ აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner