logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, ახლობლების მწუხარებას და სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ
- +

30 ივლისი. 2022. 12:29

 

 

აშშ-ში საქართველოს ელჩი - დავით ზალკალიანი, გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში. ჩვენი გმირი მაშველები, მედიკოსები და მფრინავები, საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს, სიცოცხლის გადასარჩენად, ტრაგიკულად დაიღუპნენ. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, ახლობლების მწუხარებას და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნავს ზალკალიანი. 

დიპლომატი, მძიმე დროს სოლიდარობის გამოხატვისთვის, მადლობას უხდისამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს. „მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მძიმე დროს სოლიდარობისთვის!“, - წერს ზალკალიანი.

მომხდარ ტრაგედიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელ​ი ნედ პრაისი გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა სახელმწიფო შენობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner