გუდაურში, 29 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ლიდერების რეგიონული შეხვედრა და რუსთავში დაგეგმილი ღონისძიებები აღარ გაიმართება.
ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გუდაურში, 29 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერების რეგიონული შეხვედრა და დაგეგმილი ღონისძიებები რუსთავში, პარტიის ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, გაუქმდა და მოგვიანებით გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.