logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე გუდაურში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: ჩაგვაბარონ საზოგადოებას ანგარიში რა კეთდება ამისათვის, ეს არ ეხება იმ პათოლოგიურ ნაწილს, ადამიანების უბედურებიდან დივიდენდების ამოღება რომ უნდათ
- +

30 ივლისი. 2022. 12:56

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გუდაურში მომხდარი კატასტროფის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

ანალიტიკოსი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და წერს, რომ ჩაგვაბარონ, ვისაც ეს ეხება, საზოგადოებას ანგარიში, თუ რა კეთდება და რა გაკეთდება ამისათვის.

ჩემი უღრმესი სამძიმარი გუდაურში დაღუპულებს! მათ ვეღარ გააცოცხლებ, მაგრამ იქნებ ყველაფერი გავაკეთოთ რაც საჭიროა, რომ მსგავსი ტრაგედიები, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ. ჩაგვაბარონ, ვისაც ეს ეხება, საზოგადოებას ანგარიში, თუ რა კეთდება და რა გაკეთდება ამისათვის.

ამას ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისთვის ვწერ და ვამბობ. ეს არ ეხება! ჩვენი საზოგადოების პათოლოგიურ ნაწილს, ტრაგედიაზე, რომ ბინძურად ქილიკობენ და ქვეყნის და ადამიანების უბედურებიდან დივიდენდების ამოღება რომ უნდათ“, - წერს ანჯაფარიძე.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner