logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: რაც შეეხება PUMA-ს ტიპის ვერტმფრენს, რომელიც ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტმა საკუთარი კომფორტისთვის, შეიძინა და არა სამაშველო ოპერაციებისთვის, მათი გამოყენება ასეთ დროს უბრალოდ არ შეიძლება
- +

30 ივლისი. 2022. 16:36

 

 

გუშინ გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გააერთიანა, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა, მთელი ერი დატირის გმირებს, ადამიანებს ვინც საკუთარ სიცოცხლეს რისკავდა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და გუშინ სამაშველო ოპერაციას შეეწირნენ,”- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გუშინ, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას.

როგორც ბოჟაძე წერს, PUMA-ს ტიპის ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციებისთვის გამოყენება არ შეიძლება.

,,გუშინ გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გააერთიანა, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა, მთელი ერი დატირის გმირებს, ადამიანებს ვინც საკუთარ სიცოცხლეს რისკავდა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და გუშინ სამაშველო ოპერაციას შეეწირნენ. გაერთიანდა სრულიად საქართველო ოპოზიციის სამარცხვინო ნაწილის გარდა, კვლავ გარდაცვლილი ადამიანებით პოლიტიკური ვაჭრობა, ხელისუფლების დადანაშაულება და საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების მცდელობა. რაც შეეხება PUMA- ტიპის ვერტმფრენს, რომელიც ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტმა საკუთარი კომფორტისთვის, ფუფუნებისთვის შეიძინა და არა სამაშველო ოპერაციებისთვის, მათი გამოყენება ასეთ დროს უბრალოდ არ შეიძლება და ამაზე განმარტება არაერთხელ გაკეთდა, მაგრამ ოპოზიციამ ხომ უნდა შეგვახსენოს როგორ უყვარდა მიშას სახელმწიფოს ხარჯზე სულთანივით ცხოვრება! ასეთი მძიმე ტრაგედიები სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ არსად ოპოზიცია ასე სამარცხვინოდ არ იქცევა, რას ვიზამთ ამათი პოლიტიკაში ყოფნაც ხომ ერთგვარი ტრაგედიაა“, - წერს ბოჟაძე.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner