logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილმაც იგივე თქვა, რომ გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია
- +

30 ივლისი. 2022. 16:50

 

 

გიას ვიცნობ, უწესიერესი ადამიანია, მართლაც მთელედეპეშიდა იმ ქართულ პოლიტიკაში, თავისი კულტურით გამორჩეულია,” - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია PALITRA NEWS ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამის, გია კობახიძის შესახებ დასმულ შეკითხვას. 

როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს, საუბრის დროს, მან უთხრა დავით არახამიას მიერ გია კობახიძის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაზე და სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელი ამბავია. 

,,დიახ, სააკაშვილმაც იგივე თქვა, რომ გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია და ამას გაუსვა ხაზი, მაგრამ იმის იქეთ აღარ წავიდა. შეიძლება, ძნელად დასაჯერებელი იყოს, მაგრამ მე შევედი და მე ვუთხარი ბიძინა ივანიშვილის წერილზე, საერთოდ არანაირი რეაგირება არ ჰქონია, აი, საერთოდ. გამიკვირდა კიდეც. იგივე იყო ნიკა მელიას წერილთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობის ფრაქციის „ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ, ერთ-ერთ ინტერვიუში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამაზე ისაუბრა და თქვა: „ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner