logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის თვალთმაქცობას დიდი ხანია იცნობს საზოგადოება. PR-კამპანია „მიშა იღუპება და ამიტომ გამოსწორდა, მმართველი პარტიის ლიდერის მამასაც კი იცავს და გაათავისუფლეთ“, საეჭვოა რომ სიმართლე იყოს
- +

30 ივლისი. 2022. 16:52

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს ეხმაურება, იმის შესახებ, რომ სააკაშვილი აღარ არის დაინტერესებული ქართული პოლიტიკით და გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია. 

ვადაზე ადრე პატიმრის სამკურნალოდ გაშვება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ყოვლისმომცველი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა არსებობს მის უმძიმეს, ტერმინალურ მდგომარეობაზე ან მიჩნეულია შეურაცხადად. მეორე ვარიანტია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალება. სააკაშვილის ექიმების, ადვოკატების თუ მისი ჯიბის სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასტრაგიკომიკური განცხადებები მათი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არადამაჯერებელია.

იუსტიციის სამინისტროს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ჯანდაცვის მიუკერძოებელ სპეციალისტებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე ყოვლისმომცველი მონიტორინგი აქვთ. თუ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ხსენებულ უწყებებს ვერავინ დაასწრებდა პატიმარი ექს-პრეზიდენტისვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხში განგაშის ატეხვაში. სააკაშვილის ბოროტ ფლიდობასა და თვალთმაქცობას დიდი ხანია იცნობს ჩვენი საზოგადოება. ახალი PR-კამპანია - „მიშა იღუპება და ამიტომ გამოსწორდა, პოლიტიკა აღარ აინტერესებს და მმართველი პარტიის ლიდერის მამასაც კი იცავს და გაათავისუფლეთ“, საეჭვოა რომ სიმართლე იყოს- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner