გრიგოლეთში, მდინარე სუფსაში ტრაილერი გადავარდა.
მძღოლმა სატვირთო მანქანიდან გადმოხტომა მოახერხა, ის მდინარიდან მაშველებმა და მეთევზეებმა ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა.
გადარჩენილი მძღოლი ავარიის დეტალებზე საუბრობს. აცხადებს, რომ წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად დაამუხრუჭა, აცილება სცადა, თუმცა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა.
მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული. მანქანა ფოთიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა.