სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) თბილისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, - აღნიშნულის შესახებ „იმედინიუსს“ ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.
მისივე თქმით, შემთხვევა თბილისთან ახლოს, 27-ე კილომეტრზე მოხდა. იგი მძღოლთან ერთად იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სასმართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.