logo_geo
eng_logo
სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) თბილისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა
- +

30 ივლისი. 2022. 18:41

 

 

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) თბილისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, - აღნიშნულის შესახებ „იმედინიუსს“ ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა. 

მისივე თქმით, შემთხვევა თბილისთან ახლოს, 27-ე კილომეტრზე მოხდა. იგი მძღოლთან ერთად იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა. 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სასმართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner