logo_geo
eng_logo
მაია სანდუ: გაგაუზიაში რუსეთი სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს
- +

30 ივლისი. 2022. 22:16

 

 

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვაში მდებარე ავტონომიურ ოლქ გაგაუზიაში ზოგიერთი ადამიანი დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს.

 

მისივე თქმით, ეს ადამიანები რუსეთის სასარგებლოდ მუშაობენ.

 

„გაგაუზიაში არის გარკვეული მცდელობები გარკვეული პიროვნებების და ჯგუფების მხრიდან, რომლებიც, ჩვენი აზრით, საგარეო ინტერესებისთვის მუშაობენ, მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია. ჩვენ მოვისმინეთ გაგაუზიის ხალხის განცხადებები მოლდოვის წინააღმდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხალხი რუსეთისთვის მუშაობს“, - განაცხადა სანდუმ.

 

გაგაუზია არის პრორუსულად განწყობილი ავტონომია მოლდოვის შემადგენლობაში, რომელშიც 100 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner