მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვაში მდებარე ავტონომიურ ოლქ გაგაუზიაში ზოგიერთი ადამიანი დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს.
მისივე თქმით, ეს ადამიანები რუსეთის სასარგებლოდ მუშაობენ.
„გაგაუზიაში არის გარკვეული მცდელობები გარკვეული პიროვნებების და ჯგუფების მხრიდან, რომლებიც, ჩვენი აზრით, საგარეო ინტერესებისთვის მუშაობენ, მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია. ჩვენ მოვისმინეთ გაგაუზიის ხალხის განცხადებები მოლდოვის წინააღმდეგ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხალხი რუსეთისთვის მუშაობს“, - განაცხადა სანდუმ.
გაგაუზია არის პრორუსულად განწყობილი ავტონომია მოლდოვის შემადგენლობაში, რომელშიც 100 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.