logo_geo
eng_logo
უკრაინა დონეცკის ოლქიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციას გეგმავს
- +

30 ივლისი. 2022. 22:17

 

 

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, უკრაინის მთავრობა დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრებთა სავალდებულო ევაკუაციას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ უკრაინის მთავრობას სახელმწიფო დონეზე ევაკუაციის შტაბის შექმნის შესახებ თხოვნით უკვე მიმართა.

 

დონეცკის ოლქში აბსოლუტურად არ არის გაზმომარაგება, შეკეთებულია ყველა გაზსადენი, რომლის შეკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მტერი ისევ და ისევ ანგრევს ყველაფერს, რაც ზამთარში ხალხის გათბობას შეუძლებელს ხდის.

 

დონეცკის ოლქში 52 000 ბავშვი ცხოვრობს და ზამთრის პერიოდში სითბოს და შუქის გარეშე მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.

 

ევაკუაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირმა ხელი უნდა მოაწეროს შესაბამის ფორმას, რომ ყველა შესაძლო რისკი გაცნობიერებული აქვს და თავის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას იღებს, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner