პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი პოლონეთში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, კრემლი „ბოროტების იმპერიის“ აღდგენას ცდილობს, მაგრამ ეს მცდელობები წარუმატებელი იქნება.
„შეერთებულმა შტატებმა გამოიწვია „ბოროტების იმპერიის„ გაქრობა 1980-იანი წლების ბოლოს. აშშ-ის პრეზიდენტ რეიგანის წყალობით, ისევე როგორც პოლონელი პაპის, წმინდა იოანე პავლე II-ის დიდი მონაწილეობით, „ბოროტების იმპერიამ“ არსებობა შეწყვიტა.
დღეს ჩვენ ვხედავთ კრემლის დღევანდელი მმართველების მიერ ამ იმპერიის, „ბოროტების იმპერიის“ აღორძინების მცდელობებს და დარწმუნებულები ვართ, რომ „ბოროტების იმპერიის“ აღორძინების ყველა მცდელობა დამარცხდება“, - განაცხადა ბლაშაკმა.