logo_geo
eng_logo
დუმის დეპუტატი: უკრაინაში შეჭრა რუსული ენისა და საღი აზრის დაბრუნებისთვის გახდა საჭირო
- +

30 ივლისი. 2022. 23:41

 

 

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრი ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზანი იქ „რუსული ენისა და საღი აზრის დაბრუნებაა“.

 

მისივე თქმით, უკრაინა „ნაციზმისგან“ უნდა გათავისუფლდეს

 

„დღეს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს არა ტერიტორიის დაპყრობისთვის, არამედ იმისთვის, რომ უკრაინაში რუსული ენა და საღი აზრი დაბრუნდეს, ეს ტერიტორია ნაციზმისა და ფაშიზმისგან გათავისუფლდეს. 

 

იმ პირობებში, როცა დასავლეთი რუსეთის დაშინებას ბირთვული იარაღით ცდილობს, სამხედრო ოპერაცია ერთადერთი გამოსავალია“, - განაცხადა სლუცკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner