„ბაქომ ერევანი მთიან ყარაბაღში მდებარე სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულა“, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან საპასუხო ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც სომხეთმა ლაჩინისა და კალბაჯარის რაიონებში არტილერია გამოიყენა.
ამავდროულად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდებები უარყო.
გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არცერთ მხარეს არ გაუვრცელებია.