„აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კვლავ კოვიდინფიცირებულია“, - ამის შესახებ BBC იუწყება.
26 ივლისიდან 29 ივლისამდე ჩატარებულმა 4-მა ტესტმა ბაიდენს უარყოფითი პასუხი უჩვენა, თუმცა ბოლო ჩატარებული ტესტის მიხედვით, პრეზიდენტი ისევ კოვიდდადებითი აღმოჩნდა.
79 წლის ჯო ბაიდენს კორონავირუსი 21 ივლისს დაუდასტურდა.
ექიმების თქმით, მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და პაქსლოვიდით მკურნალობს.