logo_geo
eng_logo
არველაძის „ჰალ სიტიმ“ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო
- +

31 ივლისი. 2022. 01:32

 

 

ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი სეზონის პირველ ტურში „ჰალ სიტი“„ბრისტოლს“ დაუპირისპირდა.

 

მატჩი შოთა არველაძის შეგირდებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო და „ჰალი“ 72-ე წუთამდე საკუთარ მოედანზე მარცხდებოდა. თუმცა, მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს.

 

ანგარიში 72-ე წუთზე ტუფანმა პენალტით გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, დამატებულ მე-3 წუთზე (90+3) სერიმ სტუმრების კარი აიღო და ქართველი სპეციალისტის გუნდმა ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა – 2:1.

 

ჩემპიონშიფის მომდევნო ტურში (6 აგვისტოს) „ჰალი“ გასვლაზე „პრესტონს“ შეხვდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner