logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა ევროკავშირის 12 ქვეყანას გაზის მიწოდება შეუმცირა ან შეუწყვიტა
- +

31 ივლისი. 2022. 01:55

 

 

რუსეთის ფედერაციიდან გაზის მიწოდების პრობლემები ამა თუ იმ ხარისხით ევროკავშირის 12 ქვეყანას შეეხო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან წევრ ქვეყნებს მოუწოდა მოემზადონ რუსული გაზის მიწოდების შემდგომი შეფერხებების ან სრული შეჩერებისთვისაც კი.

 

„რუსეთმა შეამცირა ან შეუწყვიტა გაზის მიწოდება ევროკავშირის 12 ქვეყანას. ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემდგომი შეფერხებებისთვის ან უფრო მეტი, რუსული გაზის მიწოდების სრული შეჩერებისთვისაც კი“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

მისი თქმით, 2022 წლის პირველ სემესტრში ევროკავშირმა შეიძინა 38 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) და ეს მოცულობა აკომპენსირებს რუსული გაზის მიწოდების შემცირებას 28 მილიარდი კუბური მეტრით.

 

„ევროკავშირი იღებს სულ უფრო მეტ გაზს ნორვეგიიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და კასპიის ზღვის რეგიონიდან და შედეგები უკვე თვალსაჩინოა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლექტიური შეთანხმება გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებასთან დაკავშირებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და დაეხმარება ევროკავშირს მარაგების შევსებაში ზამთრამდე.

 

„მე მჯერა, რომ ერთიანობა და სოლიდარობა, რომელიც დაგვეხმარება პანდემიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ასევე დაგვეხმარება დავძლიოთ ეს სირთულეებიც“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner