რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანექსირებული ქალაქის ხელმძღვანელის, მიხაელ რაზვოჟაევის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის ეზოში დააფიქსირეს. დაჭრილები შტაბის თანამშრომლები არიან. ამჟამად ადგილზე მუშაობს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.
როგორც რაზვოჟაევი ამბობს, მომხდარის გამო შავი ზღვის ფლოტის დღის აღსანიშნად ქალაქში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა.