logo_geo
eng_logo
რუსულმა ძალებმა ქალაქ ნიკოპოლი კვლავ დაბომბეს
- +

31 ივლისი. 2022. 10:21

 

 

რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს.

 

ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოპოლის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ევგენი ევტუშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

აგრესორებმა დაბომბვა დილის 02:00-დან 02:30 საათამდე განახორციელეს.

 

ნგრევისა და მსხვერპლის მასშტაბებზე ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება.

 

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა 30 ივლისის ღამესაც მიიტანეს იერიში ნიკოპოლის რაიონზე, რა დროსაც მათ „გრადის“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გამოიყენეს. აღნიშნული იერიშისას ერთი სახლი დაინგრა, 15 სახლი და ათეული საცხოვრებელი შენობა კი დაზიანდა. გარდა ამისა, დაინგრა ორი ადგილობრივი საწარმო. ერთ-ერთ მათგანს ცეცხლი გაუჩნდა და მაშველები მის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner