logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი გოდერძი ბუკიას გადაწყვეტილებას საინვესტიციო პროექტებს უკავშირებს
- +

20 აგვისტო. 2016. 21:32


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ გოდერძი ბუკიას გადაწყვეტილება, უარი თქვას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რამდენიმე საინვესტიციო  პორექტის განხორციელებას უკავშირდება.


"ბატონი გოდერძი ბუკიას ნაბიჯი განპირობებულია იმით, რომ იგი აპირებს რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, მათ შორის საპარტნიორო ფონდის მონაწილეობით. ბატონმა გოდერძიმ არჩია ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან, ბიზნესსექტორს დაბრუნებიდა. ეს მისი მხრიდან არის ღირსეული ნაბიჯი, რომელიც შეესაბამება მაღალ პოლიტიკურ სტანდარტს. მივესალმებით, რომ ბატონი გოდერძი ბუკია რჩება გუნდის წევრად და მხარდამჭერად",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


გოდერძი ბუკია "ქართულმა ოცნებამ" ხობში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა მან დღეს გაავრცელა განცხადება დ არჩევნებში კენჭისყრაზე უარი თქვა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner