logo_geo
eng_logo
ჯუმბერ იზორია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
- +

31 ივლისი. 2022. 14:33

 

 

ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“  ჯუმბერ იზორია  „TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეპორტაჟის ავტორი მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დამახინჯებას.

 

იზორია ნოდარ მელაძეს მიმართავს და ამბობს, რომ წლებია მელაძე იზორიას ოჯახის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ცდილობს.

 

„მინდა გამოვეხმაურო „TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც რეპორტაჟის ავტორი მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დამახინჯებას, თუმცა როგორც არ უნდა დაალაგო „ფეიკი“, საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. სანამ მთავარ საკითხზე გადავიდოდე, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული წარწერა განთავსებულია ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.

 

ბატონო ნოდარ, წლებია თქვენი მხრიდან ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

 

ჩემი პოლიტიკური ცხოვრების დაწყების დღიდან დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით შეთითხნილი ბრალდებების კორიანტელი.

 

ყველა ამ „ფეიკ“ სიუჟეტის უკან იდგა ნოდარ მელაძე!!! დიახ, სწორედ მსგავსმა ცილისწამებამ შეიწირა მამაჩემის სიცოცხლე, რადგან ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა ღირსება, ადამიანობა და სამშობლოს სიყვარული, რომელიც ასე უცხოა თქვენთვის. მესმის თქვენი გაკვირვება აღნიშნული წარწერის გამო, რადგან ძალიან შორსაა თქვენგან „კაცობა, ღირსება და პატრიოტიზმი“.

 

უცხოა თქვენთვის სამშობლოს სიყვარული და ბრძოლა იმისთვის, რომ შენს ხალხს შეუქმნა უკეთესი მომავალი. ჩემი ცხოვრების დევიზი ყოველთვის იყო იმ ტრადიციების და ღირებულებების გაგრძელება, რომელიც ჰქონდა ჩვენს წინაპრებს. სწორედ ამისთვის ვიბრძოდი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, მაგრამ არ მახსოვხართ თქვენ და არც თქვენი პოლიტიკური ლიდერები. არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მახსოვხართ, არც თქვენ და არც თქვენი პარტიული თუ სატელევიზიო ხელმძღვანელები. დიახ, ბატონებო, მე როცა იარაღით ხელში ვიცავდი ჩემი სამშობლოს ღირსებას, თქვენ თბილ ოთახში მოკალათებული ტელევიზორს უსხედით.... არც პანდემიის დროს მახსენდება თქვენი ხალხის გვერდში დგომა, გარდა პროვოკაციული განცხადებებისა.

 

მე კი ჩემი დაარსებული ფონდით და მეგობრების თანადგომით, 2000-ზე მეტ ოჯახს გავუწიეთ დახმარება ურთულეს დროს.

 

ჩემი 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება და ცოდნა სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მაძლევს შესაძლებლობას, ვიდგე იქ, სადაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეს იქნება საჯარო სამსახური თუ კერძო სექტორი. ჩემთვის ყოველთვის იყო და არის პრიორიტეტი ქვეყნის ერთგულება და ჩვენი მოსახლეობის სამსახურში ყოფნა.

 

რაც შეეხება გუშინდელ სიუჟეტს, ბატონო ნოდარ, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ როგორც მე და ჩემს ოჯახს, ასევე ჩემს ულამაზეს ქალაქს, რეგიონს და მის მოსახლეობას“, - წერს იზორია სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner