logo_geo
eng_logo
მედია: პრინცმა ჩარლზმა ბინ ლადენის ოჯახისგან მილიონი ფუნტი მიიღო
- +

31 ივლისი. 2022. 17:19

 

 

უელსის პრინცმა ჩარლზმა ოსამა ბინ ლადენის ოჯახისგან £1 მილიონი აიღო, - ამის შესახებ BBC „Sunday Times“-ზე დაყრდნობით წერს.

 

მედიის ცნობით, პრინცი აღნიშნული თანხის ბინ ლადენის ორი ნახევარძმისგან მიღებას 2013 წელს დათანხმდა და თანხაც ამავე წელს მიიღო.

 

მედიის ცნობით, მილიონი ფუნტი პრინცის საქველმოქმედო ფონდმა (PWCF) შემოწირულობის სახით მიიღო.

 

„ბინ ლადენი თავისმა ოჯახმა 1994 წელს უარყო და არ არსებობს ვარაუდი, რომ ნახევარძმებს კავშირი ჰქონოდათ მის საქმიანობასთან“, - წერს BBC. ბინ ლადენი 2011 წელს მოკლეს.

 

„Sunday Times“, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ PWCF-ის მრჩევლები პრინცის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ და მიიჩნევდნენ, რომ თანხაზე უარი უნდა ეთქვა.

 

PWCF გრანტებს ანიჭებს გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რათა განახორციელონ პროექტები დიდ ბრიტანეთში, თანამეგობრობასა და საზღვარგარეთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner