logo_geo
eng_logo
კიევის რეგიონში რუსების მიერ ნაწამები სამოქალაქო პირის კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს
- +

31 ივლისი. 2022. 18:24

 

 

სამართალდამცველებმა კიევის რეგიონის ნაწილის ოკუპაციის დროს, რუსების მიერ ნაწამები სამოქალაქო პირის კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ კიევის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ანდრი ნებიტოვმა „ტელეგრამზე“ განაცხადა.

 

„ოკუპანტებმა სასტიკად აწამეს მშვიდობიანი მოქალაქე ნოვე ზალისიაში“, - აღნიშნა ნებიტოვმა.

 

მისი თქმით, მამაკაცს ხელები შეკრული ჰქონდა თოკით, რომელიც მიმაგრებული იყო საბუქსირე კარაბინერით. პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განმარტებითვე, მოკლულს თოკი კისერზეც ჰქონდა მოხვეული, რაც, ნებიტოვის თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ კაცს სიკვდილამდე ახრჩობდნენ.

 

უკრაინული მედიის ცნობით, 17 ივლისის მდგომარეობით, კიევის რეგიონში რუსული ძალების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების 1346 ცხედარია აღმოჩენილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner