logo_geo
eng_logo
ლატვია ევროკავშირს მოუწოდებს, რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემა აკრძალოს
- +

31 ივლისი. 2022. 19:12

 

 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი ევროკავშირს მიმართავს და მოუწოდებს, რომ  რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარონ.

 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა უნდა აკრძალოს.

 

„ვგმობ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასტიკ მკვლელობას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოლენივკაში, ვგმობ რუსი სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს. ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთი როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, გამოვდივარ წინადადებით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზები აიკრძალოს“, - აცხადებს რინკევიჩი.

 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში მდებარე ელენოვკას დასახლებაში მდებარე კოლონიაზე დარტყმის შედეგად 53 უკრაინელი ტყვე დაიღუპა და 73 დაშავდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner