logo_geo
eng_logo
მეუფე დამიანეს სამთავისის ტაძრის ეზოში 2 აგვისტოს დაკრძალავენ
- +

31 ივლისი. 2022. 19:59

 

 

„კასპისა და სამთავისის ეპისკოპოსს, დამიანეს სამთავისის ტაძრის ეზოში 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, დაკრძალავენ“, - ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

ეპისკოპოსი დამიანე სამთავისის საკათედრო ტაძარშია დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

 

მეუფე დამიანე გუშინ სოფელ ლოჭინთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ეპისკოპოსი დამიანე, (ერისკაცობაში მამუკა/ომარ კონსტანტინეს ძე ხუფენია) ქალაქ სოხუმში 1959 წლის 6 აგვისტოს დაიბადა. 2004 წლის 2 იანვარს იგი ბერად აკურთხეს. 2013 წლის 11 ოქტომბერს იღუმენი დამიანე სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად გამოარჩიეს. 2013 წლის 3 ნოემბერს კი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ეპისკოპოსად აკურთხა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner