logo_geo
eng_logo
ალექსეი გონჩარენკო: თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება, უკრაინა მზად არის თავისი შეიარაღებული ძალებით ადგილზე იმოქმედოს
- +

31 ივლისი. 2022. 22:51

 

 

 

ხალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, სერბეთის მიერ კოსოვოში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინა კოსოვოს სამხედრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი Twitter-ზე წერს.

 

„თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება, კოსოვარები უნდა დავიცვათ. უკრაინა მზად არის თავისი შეიარაღებული ძალებით ადგილზე იმოქმედოს. სერბეთი აგრესიული ომის დაწყებას ცდილობს. ზედმიწევნით პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი ევროპაში პუტინის ტროას ცხენია. ომი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას საშინელებაა“, - წერს გონჩარენკო.

 

მედიის ცნობით, კოსოვოს ჩრდილოეთით სროლისა და საჰაერო განგაშის ხმა ისმის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner