logo_geo
eng_logo
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები C დივიზიონში ევროპის ჩემპიონია
- +

31 ივლისი. 2022. 23:37

 

 

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალურ მატჩში მალტა დამაჯერებელი სხვაობით 37:61 დაამარცხა და „ბ” დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

 

ქართული გუნდი ჩემპიონატის განმავლობაში მუდამ ლიდერობდა და ოთხივე თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვა. გამონაკლისი იყო ნახევარფინალური შეხვედრა ალბანეთთან, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა, თუმცა სამწვრთელო შტაბმა, ფსიქოლოგიურად მძიმე ფინალის სწორად დაგეგმვა და ევროპის C დივიზიონის მოგება დამსახურებულად მოახერხა.

 

მსგავსად სხვა თამაშებისა, ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი ფინალშიც ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა და 19 მოხსნა და ერთი ასისტი დააგროვა. აღსანიშნავია ნატალი ჩუტკერაშვილის თამაში რომელმაც 12 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. მსგავსად წინა შეხვედრებისა, ფინალშიც გამოირჩეოდა სალომე სვანი, მან გუნდს 12 ქულა და 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. 4 ქულა და 8 მოხნა კი ანა ნამგალაძის ანგარიშზეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner