სასაზღვრო ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელი შამილ ქორთოშიძე გუდაურთან ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის მეთაურის, ზაზა ლორიას მხრიდან რაიმე შეცდომას გამორიცხავს. ამ თემაზე მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ზაზა ლორიას ჰქონდა 35-წლიანი გამოცდილება. მე და ზაზა ლორიას რამდენიმე წელი გვაქვს ერთად ნაფრენი. არანაკლებ ათასი საათისა გვაქვს ერთად ჰაერში გატარებული. მე გამოვრიცხავ ზაზა ლორიას მიერ შეცდომის დაშვებას. ეკიპაჟის ყველა წევრი გამოცდილი იყო. ყველა ახლობელი იყო და ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, იქ ქარის ფაქტორი იყო“, - განაცხადა ქორთოშიძემ.