ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ედუარდ საგალაევს "ამოუქექია" ეს ისტორიული ფოტო...
1991 წლის აგვისტოს პუტჩი!
აუუუ, რა დროა გასული!
მოსკოვის "თეთრი სახლი" ალყაშემორტყმულია ჯერ მოხალისე დამცველებით, მეორე წრე კი პუტჩისტების სამხედროებს აქვთ შეკრული.
როგორც მოგონებების წიგნში შევარდნაძე წერს, "ნუგზარმა რაღაც სამხედრო ეშმაკობა მოიგონა და..." წავედით "თეთრი სახლის" დამცველებთან, ელცინის და პუტჩის მოწინააღმდეგეების მხარდასაჭერადო..."
ეს იყო მეტისმეტად რისკიანი და პიროვნულად-გაბედული გადაწყვეტილება, პოლიტიკურად-გმირული ნაბიჯი!
ფოტოზე ასახულია მომენტი, როცა გზას "ვწმენდ" და სულ ველოდებით სნაიპერების "ვაჟკაცობას". როგორც მერე გაირკვა, მიზანში კი ყავდათ შევი ამოღებული, მაგრამ ბოლო მომენტში... ბრძანება გააუქმეს.
მაშინ გადავრჩით.
შევარდნაძე და თქვენი მონა-მორჩილი "დემოკრატიის დამცველის" მედლებით დაგვაჯილდოვეს.
არც შევიმ და არც მე ეს ჯილდოები არ ავიღეთ.
ასე ჩავთვალეთ საჭიროდ, რამეთუ პუტჩისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩვენს მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნდა.
ახლა ამ ნაბიჯისთვის და არაღებული ჯილდოსთვის "ვიღაც ქართველი ხუნვეიბინები" (მაშინ რომ 2-3 წლისანი იყვნენ) მიკიჟინებენ და...
ასეა ეს!
ვაჰ, დრონი, დრონი!..