logo_geo
eng_logo
სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა
- +

1 აგვისტო. 2022. 01:32

 

 

კოსოვოს ჩრდილოეთით, ადგილობრივი სერბები აგებენ ბარიკადებს, აპროტესტებენ პრიშტინის გადაწყვეტილებას მანქანებისა და პირადობის მოწმობების ხელახალი რეგისტრაციის შესახებ. ამის შესახებ Eurointegration წერს.

 

მედიასაშუალების ცნობით, ბარიკადების აგებას ჩრდილოეთ რეგიონში კოსოვოს პოლიციის უფროსის მოადგილე ბესიმ ჰოტი ადასტურებს.

 

„გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ გზები სპეცრაზმმა გადაკეტა. ეს სრული სიცრუეა“, - აცხადებს ბესიმ ჰოტი.

 

Eurointegration Kosovo online-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ კოსოვოს სპეცრაზმი აკონტროლებს სერბეთთან საზღვარს. 

 

კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. დოკუმენტი 3 თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

 

გარდა ამისა, 1 აგვისტოდან ძალაში შედის ახალი წესი, რომელიც ავტომობილების სანომრე ნიშნებს ეხება.

 

სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

 

კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს ევროკავშირის წევრთა უმეტესობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner